21-ე საუკუნეში რეკლამა სულ თან გვსდევს. სადაც არ უნდა გავიხედოთ, რასაც არ უნდა მოვუსმინოთ მაინც წავაწყდებით თუნდაც პატარა მარკეტინგულ ხრიკს. ასეთ გარემოში, რთულია ყოველდღიურად საკუთარ თავს სასურველ, თუ უბრალოდ საინტერესო ნივთებსა და სურვილებზე უარი უთხრა. ამ დროს თავს უფლებას ვაძლევთ ფული უპასუხისმგებლოთ დავხარჯოთ. შედეგი კი გაუთვალისწინებელი ხარჯები და ვალებია.

უპასუხისმგებლოდ სესხება მარტივად შეიძლება დიდ ტვირთში გადაიზარდოს. ასეთ დროს, ძალიან რთულია სიტუაციისადმი ოპტიმისტური მიდგომის შენარჩუნება, მითუმეტეს თუ არ იცით როგორ გაუმკლავდეთ დაგროვილ სესხსა და პროცენტებს.

პირველი ნაბიჯი თქვენი ფინანსური პრობლემების გადაჭრისკენ ვალის სამოქმედო გეგმის შედგენაა. სწორად გათვლილ გეგმას თქვენი ფინანსური მდგომარეობისადმი დამოკიდებულებაში ძალიან დიდი ცვლილების შეტანა შეუძლია.

რეალურად შეაფასეთ თქვენი სიტუაცია

ხშირ შემთხვევაში დაწყება ყველაზე რთულია. რეალურად შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა? რაში ხარჯავთ ფულს? და საიდან მოდის თქვენი შემოსავალი.

თვალი გაუსწორეთ თქვენს ვალს და გააცნობიერეთ დაშვებული შეცდომები და ის, რომ ცვლილებების დროა. მას შემდეგ, რაც სრული წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, თქვენ მზად იქნებით შემდეგი ეტაპისათვის.

შეამცირეთ ხარჯები

დასაწყისისთვის, ნუ გაზრდით არსებულ ვალს. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და დაფიქრდით რისი შემცირება შეიძლება. პირველ რიგში არასაჭირო ნივთებზე დაფიქრდით. მას შემდეგ, რაც თქვენს ხარჯებს თქვენს შემოსავალს შეუსაბამებთ, თქვენ სესხის დაფარვის დაწყებას შეძლებთ.

ჩამოწერეთ ყველა ვალი

გააკეთეთ თქვენი ვალების სრული სია შემდეგი დეტალებით:

  • ბალანსი
  • მინიმალური გადასახადი
  • პროცენტი

გადაწყვიტეთ რა თანხის გადადებას შეძლებთ ვალის შემცირებისათვის

შემდეგი ნაბიჯი კრედიტის დასაფარად ყოველთვიური მინიმუმის დასახვაა. მას შემდეგ, რაც შემოსავალსა და ხარჯებს ერთმანეთს შეუსაბამებთ უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ რა თანხა შეგიძლიათ გამოყოთ სესხის დასაფარად ყოველ თვე.

ამ ეტაპზე თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხარჯების შემცირება კიდე გჭირდებათ ან დამატებითი შემოსავლის პოვნა. გახსოვდეთ, სულ ცოტაც კი საკმარისია პროგრესისათვის. ჯობს პატარა და სტაბილური ნაბიჯებით მოძრაობა, ვიდრე სრული უმოქმედობა.

დროა იმოქმედოთ!

მიყევით დასახულ გეგმას და ყოველი თვის ბოლოს გადაიხადეთ თანხა სესხის დასაფარად, თუნდაც მინიმალური.

Vivus.ge მომხმარებელს პასუხისმგებლობით სესხებისაკენ მოუწოდებს. სწრაფი სესხის აღებამდე მომხმარებელი უნდა დაფიქრდეს შედის თუ არა ეს მის ინტერესებში. ამისათვის გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • სასურველია გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და სესხის დაფარვის დასახული გეგმა.
  • ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ.
  • კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ თუ არა ფული.
  • სწრაფი სესხის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ სესხის დასაფარი თანხა არ აღემატება თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 40%-ს.
  • კარგად დაფიქრდით, მისაღებია თუ არა თქვენთვის სესხის საკომისიო.
  • ყურადღებით წაიკითხეთ და გაეცანით სესხის ხელშეკრულებას.
  • ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი თვიური ბიუჯეტი, რათა მოახერხოთ სესხის დანიშნულ დროს დაფარვა.
  • არავითარ შემთხვევაში არ ისესხოთ თანხა სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან არსებული ვალის დასაფარად.

 

მაშინ, როდესაც მომენტალური სესხების მიღება უზომოდ მარტივია, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მთავარი ორგანიზებულობა და მიზანდასახულობაა. სწორად გათვლილი სამოქმედო გეგმით თქვენ მიკროსაფინანსო სესხების დაფარვას მარტივად შეძლებთ.