2016 წელს, ისევე, როგორც წინამორბედ წლებში, მოკლევადიანი სესხები კვლავ პოპულარული იქნება. ახალ წელთან ერთად, მოდის სიახლის სურვილი, იქნება ეს ახალი მანქანა, ფორმაში ჩადგომა, ახალი სამსახური, თუ სხვა. სიახლე კი, ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ეს თანხები არ გვაქვს? უარი ვთქვათ სურვილებზე? დაველოდოთ თანხებს? არა, ნუ გადადებთ ცხოვრებას. თქვენი სურვილების ასრულებაში მოკლევადიანი სესხები დაგეხმარებათ.

სწრაფი სესხები გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან დაკავშირებულ ხარჯებთან შეჯახებისას არის ყველაზე პოპულარული, მაგრამ მსგავსი კრედიტები ასევე გამოსადეგია უბრალო სურვილების ასახდენად. მაგალითად, თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტეტ მიყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ ეტაპზე არ გაქვთ ფიტნეს ცენტრში გაწევრიანებისათვის საჭირო თანხა, ნუ დაელოდებით ხელფასს. ნუ გადადებთ იმას, რაც მართლა გსურთ. თქვენ მარტივად შეგიძლიათ აიღოთ მოკლევადიანი სწრაფი სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება დღესვე.

სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სწრაფი სესხები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს ეხმარება უეცარ ხარჯებთან გამკლავებაში და ასევე უბრალოდ სურვილების დაკმაყოფილებაში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ონლაინ კრედიტები აუმჯობესებს მომხმარებლის ფინანსურ კეთილდღეობას და ეხმარება მათ ბიუჯეტის მართვაში თვიდან თვემდე. მართალია, სწრაფი სესხები მეტ წილად გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გასამკავებლად არსებობს და მოკლე ვადებზეა გათვლილი, მაგრამ ასეთი სესხების ხშირი მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მსგავსი კრედიტები პასუხისმგებლობით უნდა იქნას გამოყენებული და ეს მათ ინტერესში უნდა შედიოდეს.

პასუხისმგებლობით სესხება

სწრაფი სესხები ძალზედ მარტივი და მიმზიდველია, მაგრამ აუცილებელია სესხი გამოიყენოთ პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.

იმისათვისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ სრწაფი სესხი თქვენთვის შესაფერისი და მომგებიანი იქნება, შემდეგ პირობებზე დაფიქრდით. თუ თქვენ დამატებითი თანხა მხოლოდ ხელფასამდე გჭირდებათ ეს კარგის ნიშანია. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ დაუგეგმავი შენაძენის გაკეთება გიწევთ ან მოულოდნელად მოსული კომუნალური გადასახადის გადახდა გსურთ. იმისათვის, რომ მოსალოდნელ უსიამოვნებას თავი აარიდოთ, თქვენ უნდა გქონდეთ რეგულარული შემოსავალი და სესხის დაფარვა 30 დღეში უნდა შეგეძლოთ.

ნუ ისარგებლებთ სწრაფი სესხით თუ:

  • გსურთ სხვა სესხის დაფარვა, მაგალითად: იპოთეკური ან სხვა მსგავსი ტიპის სესხის
  • აპირებთ გრძელვადიანი ფინანსური პრობლემების გადაჭრას
  • აპირებთ დახარჯოთ თანხა უპასუხისმგებლოდ

სანამ ისესხებთ:

  • კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ თუ არა ფული
  • განსაზღვრეთ, შეძლებთ თუ არა თანხის უკან დაბრუნებას
  • დარწმუნდით, რომ სესხის დასაფარი თანხა არ აღემატება თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 40%-ს
  • ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ

თუ გადაწყვეტთ სესხის აღებას:

  • კარგად დაფიქრდით, მისაღებია თუ არა თქვენთვის სესხის საკომისიო
  • ყურადღებით წაიკითხეთ და გაეცანით სესხის ხელშეკრულებას
  • ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი თვიური ბიუჯეტი, რათა მოახერხოთ სესხის დანიშნულ დროს დაფარვა

იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური პრობლემა შეგექმნათ და ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას:

  • არავითარ შემთხვევაში არ ისესხოთ თანხა სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან არსებული ვალის დასაფარად
  • დაუკავშირდით ჩვენს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, რათა თქვენთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა მოხერხდეს
  • პრობლემის გადაჭრას ნუ გადადებთ. რაც მეტი დრო გავა, უფრო გართულდება მისი გადაწყვეტა
  • გადახედეთ თქვენს თვიურ ბიუჯეტს – შეიძლება სხვა ხარჯების შემცირების ან თავიდან აცილების შანსი გქონდეთ.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების 96% კმაყოფილია სესხის პირობებით და ფასებით. ხოლო 9 მომხმარებელი 10-იდან ამბობს, რომ ისინი კარგად უფიქრდებოდნენ რისკებსა და უპირატესობებს სესხის გამოტანამდე.