საქართველოში სწრაფი სესხებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სესხის არჩევა საჭიროა მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეთ: რა არის სწრაფი სესხი, ვინ გვთავაზობს მას საქართელოში, რა თანხის სესხებაა შესაძლებელი და რა არის ამისათვის საჭირო.  თქვენ ასევე გაიგებთ როგორ აიღოთ სწრაფი სესხი.

ბოლო წლების განმავლობაში მოკლევადიანი სესხები, იგივე სწრაფი სესხები, განსაკუთრებულად დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწრაფი სესხები ნამდვილად სწრაფი და საკმაოდ მოსახერხებელია, როცა ფული უცბად გვჭირდება. მოკლევადიანი სესხი სხვადასხვა მიზეზისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს. მაგალითად, კომუნალურების გადასახდელად, მანქანის შესაკეთებლად ან უბრალოდ სასურველი ნივთის საყიდლად. სწრაფი სესხი განსხვავდება ბანკის სესხისაგან და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის მიღება სახლიდანვე შეგიძლიათ, რიგებში დგომისა და საბუთების მოგროვების გარეშე.

რა არის სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხი არის მოკლევადიანი სესხი, რომელსაც მომხმარებელს არა ბანკები, არამედ კრედიტორები სთავაზობენ. სწრაფი სესხის არსი შემდეგია: სესხისათვის არანაერი გირაო თუ გარანტი არ არის საჭირო, მაგრამ თანხა მოკლე ვადებში უნდა დაფაროთ. ონლაინ სესხის მისაღებად მხოლოდ ინტერტენტი და საბანკო ანგარიშია საჭირო და იგი სამომხმარებლო კრედიტების და საკრედიტო ბარათების მშვენიერი ალტერნატივაა.

სწრაფი სესხები საქართველოში

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართველებისთვის სწრაფი სესხები ხელმისაწვდომი გახადა 4ფინანსის ბრენდი Vivus.ge იყო. სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით, Vivus.ge სანდოობითა და სიმარტივით გამოირჩევა, რადგან კომპანიას ამ ბაზარზე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იგი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაშია წარმატებულად დამკვიდრებული.

რა თანხის სესხებაა შესაძლებელი სწრაფი სესხით?

თანხის ოდენობა კონკრეტულ კომპანიაზე არის დამოკიდებული, მაგრამ საშუალოდ 50-2000 ლარამდეა.

 

რა ვადაში უნდა დაფაროთ სწრაფი სესხი?

 

სრწაფი სესხი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, არის მოკლევადიანი სესხი და როგორც წესი მისი დაფარვა 5-დან 30 დღემდე პერიოდში უნდა მოხდეს. კონკრეტული დღეების რაოდენობას მომხმარებელი თავად ირჩევს სესხის მოთხოვნისას. ასევე, ონლაინ სესხები ძირითადად იფარება ერთი გადახდით. ზოგი კომპანია მომხმარებელს სესხის გადავადებასაც სთავაზობს, თუ ისინი დათქმულ დროში სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ.

 

რისთვის იყენებენ სწრაფ სესხებს?

სწრაფი სესხის მიღებისათვის არ არის საჭირო წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული მიზანი. მომხმარებელს მიღებული თანხის სურვილისამებრ გამოყენება შეუძლია. როგორც წესი, ყველაზე ხშირად სწრაფ სესხს გაუთვალისწინებელ ხარჯებთან შეჯახების დროს მიმართავენ, მაგალითად სამედიცინო ხარჯებთან, მანქანის შესაკეთებლად, კრედიტის დასაფარად, ყოველდღიურ ხარჯებთან გასამკლავებლად და უბრალოდ გასართობად.

 

რა არის საჭირო სეხის მისაღებად?

  • ასაკი – 20-65 წლამდე
  • საქართველოს მოქალაქეობა
  • საბანკო ანგარიშის ქონა
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • კარგი საკრედიტო ისტორია

 

როგორ აიღოთ სწრაფი სესხი?

სეხის მიღება კომპანიის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი. თქვენ მიუთითებთ სასურველ თანხას და დაფარვის ვადას და მიყვებით მარტივ ონლაინ აპლიკაციას. დასტურის მიღების შემდეგ, თქვენ თანხა რამდენიმე წუთში საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანხის პირდაპირ ხელზე აღება გსურთ, შეგიძლიათ Vivus.ge-ს სერვისით „მიიღე ფული ხელზე“ ისარგებლოთ.

 

სწრაფ სესხებს ნამდვილად საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა ყველა ინფორმაციის კარგად შემოწმება, რათა არჩევანი თქვენთვის ყველაზე შესაფერის შემოთავაზებაზე გააკეთოთ.