ხშირად დასმული კითხვები

რა არის Vivus.ge?

Vivus.ge არის დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საიმედო კომპანია, რომელიც გასცემს მოკლევადიან სესხებს ონლაინ რეჟიმში.

Vivus.ge -ს მეშვეობით, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სწრაფი სესხი თავდებისა და თანამონაწილის გარეშე ინტერნეტით.

როგორ იმოქმედებს ცუდი საკრედიტო ისტორია Vivus.ge-ში სესხის მიღებაზე?

სესხის დამტკიცებისათვის vivus.ge ეყრდნობა რამოდენიმე ფაქტორს. თუმცა, ცუდი საკრედიტო ისტორია ამცირებს სესხის დამტკიცების შესაძლებლობას.

რამდენია vivus.ge-ს სესხის პროცენტი?

Vivus.ge-ს სესხი ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5,4%-ს.წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4%-ს.

როგორია vivus.ge-სგან სესხის მიღების პროცესი?

vivus.ge-ს მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე აირჩიეთ სასურველი თანხა, დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო აპლიკაცია უმარტივესია და მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ველს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 1 თეთრი. 1 თეთრის გადმორიცხვა შეგიძლიათ მხოლოდ ინტერნეტ ბანკის ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შიდა საბანკო გადარიცხვა ერთსა და იმავე ბანკს შორის გაცილებით სწრაფია. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ გადმორიცხული 1 თეთრი აისახება ჩვენთან, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. თანხის გადმორიცხვა განხორციელდება მხოლოდ ჩვენს სამუშაო საათებში.

ყურადღება: 1 თეთრი უნდა გადმორიცხოთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სესხი არ დამტკიცდება.

კომპანია: შ.პ.ს. 4ფინანსი

ჩვენი საბანკო ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000291155601

თიბისი ბანკი ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE70TB7296736080100004

ტერაბანკი ბანკის კოდი: KSBGGE22 ანგარიშის ნომერი: GE40KS0000000360800618

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ბანკში ანგარიში არ გაქვთ, შეგიძლიათ 1 თეთრი გადმორიცხოთ თქვენი ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან.

ამ შემთხვევაში გადარიცხული თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.

ეს მნიშვნელოვანია! გთხოვთ, 1 თეთრის გადმორიცხვისას დანიშნულებაში/აღწერილობაში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი შემდეგი ფორმატით XXXXXXXXXXX.

შემიძლია თუ არა დავფარო სესხი ეტაპობრივად?

დიახ, სესხის ვადის განმავლობაში შეგიძლიათ დაფაროთ სესხი ეტაპობრივად. შემოიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა, რომელიც მოხმარდება სესხის შემცირებას.

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
  1. ხართ საქართველოს მოქალაქე
  2. ხართ 20-დან 65 წლამდე
  3. გაქვთ საქართველოში არსებული ბანკის ანგარიში
  4. შეძლებთ სესხის დაფარვას
როგორ გავიგო, დაფიქსირდა თუ არა ჩემი გადახდა?

სწრაფი გადახდის აპარატიდან ან პლასტიკური ბარათით, ონლაინ რეჟიმში, გადახდილი თანხა აისახება რამდენიმე წუთში. შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ SMS-ის სახით.

თანხა აისახება ჩვენს ანგარიშზე 15 წუთის განმავლობაში, თუ გადაიხდით თიბისი ბანკის ან ტერაბანკის მეშვეობით. ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს. თუ ჩარიცხვიდან 24 საათის განმავლობაში არ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: (032) 2 47 37 37 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@vivus.ge გაითვალისწინეთ, საქართველოს ბანკიდან გადახდილი თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო შაბათ-კვირას გადახდილი თანხა აისახება სამშაბათს (ორშაბათის თარიღით). მაგრამ თუ საქართველოს ბანკიდან განახორციელებთ გადახდას ბილინგით (როგორც კომუნალური გადახდა), თანხა აისახება მომენტალურად. (საქართველოს ბანკის ოპერატორთან ბილინგით გადახდის შემთხვევაში გადახდის საფასური შეადგენს გადასახდელი თანხის 2%).

როდის არის Vivus.ge-ს სამუშაო საათები?

ჩვენი სამუშაო საათებია: ორშაბათი-კვირა: 09:00-21:00 Vivus.ge-ზე განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ დროს. განაცხადი განიხილება სამუშაო საათებში.

რამდენი ხანი აქვს ჩემს განაცხადს ვადა?

განაცხადი აქტიურია 4 დღის განმავლობაში. ვადის ამოწურვის შემდეგ, გთხოვთ, განმეორებით მოითხოვოთ სესხი თქვენი პროფილიდან.

შემიძლია თუ არა ავიღო სესხი Vivus.ge-სგან, თუკი მე უკვე მაქვს სხვა სესხი?

დიახ, თუ თქვენ კეთილსინდისიერად ასრულებთ სხვა სესხის პირობებს!

რამდენი ხანი ინახება ჩემი საკრედიტო ხელშეკრულება Vivus.ge-ს მონაცემთა ბაზაში?

თქვენი ხელშეკრულების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 6 წელი.

როგორ გავიგო რომ სესხი არ დამიმტკიცდა?

სესხის განაცხადზე უარყოფითი პასუხი გამოგიჩნდებათ ვებ-გვერდზე, თანხის მოთხოვნისთანავე.

რამდენი ხანი სჭირდება ჩემი განაცხადის დამტკიცებას?

სესხის დამტკიცების შესახებ პასუხს მიიღებთ მომენტალურად, როგორც კი დაადასტურებთ სესხის აპლიკაციას.

აქვს თუ არა გავლენა ჩემს საკრედიტო ისტორიას?

დიახ, Vivus.ge ამოწმებს კრედიტუნარიანობას და მნიშვნელოვანია სესხის დამტკიცებისთვის.

არ მიმიღია სესხის ხელშეკრულება. როგორ მოვიქცე?

სესხის ხელშეკრულება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენი პროფილიდან, ან დაკვიკავშირდეთ 2 473737.

როგორ გავიგო რომ სესხი დამიმტკიცდა?

ინფორმაცია სესხის დამტკიცების შესახებ მომენტალურად გამოჩნდება თქვენს პირად პროფილში. ასევე, შეტყობინება გამოგეგზავნებათ რეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე.

როგორ დავფარო სესხი?

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მომენტალური სესხების დაფარვა იყოს მარტივი და შეუფერხებელი. სესხის დასაფარად შესაბამისი თანხა უნდა გადმორიცხოთ vivus.ge – ს ანგარიშზე.

მინი კრედიტი შეგიძლიათ დაფაროთ:

ინტერნეტ ბანკით, პლასტიკური ბარათით, ონლაინ რეჟიმში, სწრაფი გადახდის აპარატით, ბანკის ფილიალიდან.

ყურადღება! საბანკო ან ინტერნეტ ბანკით გადარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ თანხის გადმორიცხვის მიზანი და სესხის ნომერი, შემდეგი ფორმატით: სესხის დაფარვა xxxxxx (x-ს მაგივრად სესხის ნომერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი შეიძლება არ დაიფაროს.

კომპანია: შ.პ.ს. 4ფინანსი

ჩვენი საბანკო ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000291155601

თიბისი ბანკი ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE70TB7296736080100004

ტერა ბანკი ბანკის კოდი: KSBGGE22 ანგარიშის ნომერი: GE40KS0000000360800618

საქართველოს ბანკის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები თქვენს პროფილზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს, გადახდის თარიღით, ხოლო შაბათს გადახდილი თანხა დადასტურდება და აისახება სამშაბათს (ორშაბათის თარიღით).

სესხის დაფარვა, ასევე შეგიძლიათ, TBC PAY-სა და Paybox-ისა და Express Pay-ის სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით. აირჩიეთ “ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო → vivus.ge → სესხის დაფარვა”, მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი ან სესხის ნომერი და შეიტანეთ დაფარვისთვის საჭირო თანხა.

მიკროსაფინანსო სესხი, ასევე, შეგიძლიათ დაფაროთ Visa ან Mastercard-ის საბანკო ბარათების საშუალებითაც. გადახდა შესაძლებელია ჩვენი საიტიდან და Facebook გვერდიდან.

ყურადღება! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

როდის შეიცვლება ჩემი საკრედიტო ლიმიტი?

საკრედიტო ლიმიტი შეიცვლება სესხის დაფარვისთანავე. ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.

საჭიროა თუ არა თავდები ან თანამონაწილე?

არა. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი არ გჭირდებათ თავდები ან თანამონაწილე.

როგორ შემიძლია ცნობის აღება?

კომპანია გასცემს შემდეგი სახის ცნობებს:

  1. ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ;
  2. ცნობა დავალიანების ქონის შესახებ;
  3. ცნობა წინა სესხის დაფარვის შესახებ;
  4. ცნობა რეგისტრირებულ მომხმარებელზე, რომელსაც არ უსარგებლია სესხით;

ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს. გადახდა შესაძლებელია:

  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან
  • TBC ბანკიდან
  • BTA ბანკიდან
  • საქართველოს ბანკიდან
  • პლასტიკური ბარათით ონლაინ გადახდების საიტებიდან

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ “ცნობის საფასურის გადახდა”, შემდეგ კი დაგვიკავშირდით და დამზადებულ ცნობას გადმოგიგზავნით რეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე, საფასურის გადახდიდან 30 წუთის განმავლობაში. ცნობის დამზადება და გადმოგზავნა ხდება ჩვენს სამუშაო დროს: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათებში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ცნობის ორიგინალი ვერსიის გაცემა. მის: ც.დადიანის #7. მე-5 სართული.

როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება?

ახალი სესხის აღება შეგიძლიათ წინა სესხის დაფარვის შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ.

შემიძლია თუ არა დავფარო სესხი ვადაზე ადრე?

დიახ, შეგიძლიათ ვადაზე ადრე დაფაროთ სესხი. ამ შემთხვევაში, გადაიხდით მხოლოდ იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლეთ სესხით.

რა ოდენობის სესხი შემიძლია ავიღო?

სესხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 1200 ლარი.

ერთდროულად ერთზე მეტი სესხის აღება შეიძლება?

არა, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ ერთი მიმდინარე სესხი. როდესაც დაფარავთ სესხს, შეგეძლებათ კვლავ ისესხოთ.

რამდენია სესხის საკომისიო?

სესხის საფასური განისაზღვრება თვეში 5,4%-ით დღიური დარიცხვით. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს მაქსიმუმ 99,4%-ს.

შემიძლია თუ არა დავიმატო თანხა?

დიახ, თუ საკრედიტო ლიმიტი არ გაქვთ სრულად ათვისებული, შეგიძლიათ დაიმატოთ დარჩენილი თანხა. სესხის დაფარვის თარიღი არ შეიცვლება.

როგორ ხდება საბანკო ანგარიშის ნომრის ცვლილება?

იმისათვის, რომ მოხდეს თქვენს პროფილზე საბანკო ანგარიშის ნომრის ცვლილება, აუცილებელია, რომ თქვენი მოქმედი პირადი ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხოთ სიმბოლური თანხა – 1 თეთრი. როდესაც თქვენი ანგარიში შეიცვლება, მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ნომერზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვეთ სესხი. თუ 1 თეთრის გადმორიცხვიდან 15 წუთში არ მიიღეთ ცვლილების დამადასტურებელი შეტყობინება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 032 2 47 37 37

როგორ დავიმატო თანხა მიმდინარე სესხზე?

მიმდინარე სესხზე თანხის დამატება შესაძლებელია სესხის აღებიდან 13 დღის განმავლობაში მინიმუმ 100 ლარის ოდენობით. ანუ მაგალითად, თუკი თქვენ მაქსიმალური 1200 ლარიანი ლიმიტიდან აღებული გაქვთ მხოლოდ 400 ლარიანი სესხი, რომელიც აიღეთ თვის პირველ რიცხვში, ამავე თვის 14 რიცხვის ჩათვლით შეგიძლიათ დაიმატოთ თანხა 800 ლარამდე თანხის ოდენობით. დამატებითი თანხის ასაღებად უნდა შებრძანდეთ თქვენს პირად პროფილზე, აირჩიოთ სასურველი თანხა და გაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა. დამატებით თანხასთან დაკავშირებით დასტურს რამდენიმე წამში მიიღებთ, თანხა კი მითითებულ ანგარიშზე ჩაგერიცხებათ.

როდის ჩამერიცხება თანხა?

სწრაფი სესხების დამტკიცების შემდეგ, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ტერაბანკის მომხმარებლებისათვის სესხის გადარიცხვა ხორციელდება ორშაბათი-პარასკევი 08:00-22:00 საათამდე, შაბათს 8:00-21:00, ხოლო კვირას 09:00 -21:00 საათამდე და თანხა ანგარიშზე აისახება 15 წუთის განმავლობაში.

ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში გადარიცხული თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.

რა საბუთებია საჭირო?

სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი საბუთების წარდგენა.

რატომ არ დამიმტკიცდა სესხი?

სესხის დასამტკიცებლად, ყოველი განაცხადი მოწმდება კრედიტუნარიანობაზე და თქვენი საკრედიტო მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მოთხოვნებს.