ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მომენტალური სესხების დაფარვა იყოს მარტივი და შეუფერხებელი.  სესხის დასაფარად შესაბამისი თანხა უნდა გადმორიცხოთ vivus.ge – ს ანგარიშზე.

მინი კრედიტი შეგიძლიათ დაფაროთ:

ინტერნეტ ბანკით
პლასტიკური ბარათით, ონლაინ რეჟიმში
სწრაფი გადახდის აპარატით
ბანკის ფილიალიდან

ყურადღება! საბანკო ან ინტერნეტ ბანკით გადარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ თანხის გადმორიცხვის მიზანი და სესხის ნომერი, შემდეგი ფორმატით: სესხის დაფარვა xxxxxx (x-ს მაგივრად სესხის ნომერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი შეიძლება არ დაიფაროს.

კომპანია: შ.პ.ს. 4ფინანსი

ჩვენი საბანკო ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000291155601

თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE70TB7296736080100004

ბანკი რესპუბლიკა
ბანკის კოდი: REPLGE22
ანგარიშის ნომერი: GE32BR0000010880556094

ტერა ბანკი
ბანკის კოდი: KSBGGE22
ანგარიშის ნომერი: GE40KS0000000360800618

საქართველოს ბანკის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები თქვენს პროფილზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს, გადახდის თარიღით, ხოლო შაბათს გადახდილი თანხა აისახება და დასტური მოგივათ სამშაბათს.

სესხის დაფარვა, ასევე შეგიძლიათ, TBC PAY-სა და Paybox-ისა და Express Pay-ის სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით. აირჩიეთ “ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო → vivus.ge → სესხის დაფარვა”, მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი ან სესხის ნომერი და შეიტანეთ დაფარვისთვის საჭირო თანხა.

მიკროსაფინანსო სესხი, ასევე, შეგიძლიათ დაფაროთ Visa ან Mastercard-ის საბანკო ბარათების საშუალებითაც. გადახდა შესაძლებელია ჩვენი საიტიდან და Facebook გვერდიდან.  ქვემოთ მითითებულ ლოგოზე დაკლიკებით გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე.

ყურადღება! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

სწრაფი გადახდის აპარატიდან ან პლასტიკური ბარათით, ონლაინ რეჟიმში, გადახდილი თანხა აისახება რამდენიმე წუთში. შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ SMS-ის სახით.

თანხა აისახება ჩვენს ანგარიშზე 15 წუთის განმავლობაში, თუ გადაიხდით რესპუბლიკა ბანკის, თიბისი ბანკის ან ტერაბანკის მეშვეობით. ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს. თუ ჩარიცხვიდან 24 საათის განმავლობაში არ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: (032) 2 47 37 37 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@vivus.ge
გაითვალისწინეთ, საქართველოს ბანკიდან გადახდილი თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო შაბათ-კვირას გადახდილი თანხა აისახება სამშაბათს. მაგრამ თუ საქართველოს ბანკიდან განახორციელებთ გადახდას ბილინგით (როგორც კომუნალური გადახდა), თანხა აისახება მომენტალურად. (საქართველოს ბანკის ოპერატორთან ბილინგით გადახდის შემთხვევაში გადახდის საფასური შეადგენს გადასახდელი თანხის 2%).

თუ ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში, პირველი ვადაგადაცილებული დღიდან შეგიძლიათ 30 დღით გადაავადოთ დაფარვის თარიღი და გადავადებულ პერიოდში ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ დაფაროთ სესხი. გადავადების საფასური ძალიან დაბალია და განისაზღვრება სესხის ძირი თანხის 5,7%-ით.

დიახ, შეგიძლიათ ვადაზე ადრე დაფაროთ სესხი. ამ შემთხვევაში, გადაიხდით მხოლოდ იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლეთ სესხით.

დიახ, სესხის ვადის განმავლობაში შეგიძლიათ დაფაროთ სესხი ეტაპობრივად. შემოიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა, რომელიც მოხმარდება სესხის შემცირებას.

კომპანია გასცემს შემდეგი სახის ცნობებს :

1. ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ;
2. ცნობა დავალიანების ქონის შესახებ;
3. ცნობა წინა სესხის დაფარვის შესახებ;
4. ცნობა რეგისტრირებულ მომხმარებელზე, რომელსაც არ უსარგებლია სესხით;

ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს.
გადახდა შესაძლებელია:

  • ექსპრეს-ფეის გადახდის აპარატებიდან
  • TBC-ფეის აპარატებიდან
  • TBC –ის ინტერნეტ ბანკითა და ბანკის ფილიალიდან
  • რესპუბლიკა ბანკიდან
  • BTA ბანკიდან
  • საქართველოს ბანკიდან (გადახდა აისახება მეორე დღეს)
  • პლასტიკური ბარათით საიტიდან – www.mypay.ge / www.gadaixade.ge  
  • Leadercredit-დან
  • SMARTFINANCE-დან
  • ლაზიკა კაპიტალიდან;

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ “ცნობის საფასურის გადახდა”, შემდეგ კი დაგვიკავშირდით და დამზადებულ ცნობას გადმოგიგზავნით რეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე, საფასურის გადახდიდან 20 წუთის განმავლობაში. ცნობის დამზადება და გადმოგზავნა ხდება ჩვენს სამუშაო დროს: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათებში.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ცნობის ორიგინალი ვერსიის გაცემა. მის: ც.დადიანის #7. მე-5 სართული.