ლოიალურობის პროგრამა

Vivus.ge ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს ლოიალურობის პროგრამას – მე-4 და შემდეგი სესხის აღების შემთხვევაში 10, 15 და 20 პროცენტიან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.

ლოიალურობის პროგრამა სამი დონისგან შედგება:

  • პირველი დონე – 10% ფასდაკლება
    4 და 5 სესხის შემთხვევაში მიიღებთ 10% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე
  • მეორე დონე – 15% ფასდაკლება
    6 სესხით სარგებლობისას მიიღებთ 15% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე
  • მესამე დონე – 20% ფასდაკლება
    7 და შემდგომი სესხის აღების შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე

იმისთვის, რომ ჩაერთოთ ლოიალურობის პროგრამაში, საჭიროა თქვენი სესხი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სესხის გამოყენების ვადა – მინიმუმ 14 დღე ;
სესხის ჯამური მოცულობა – მინიმუმ 200 ლარიანი სესხი  ;
პერიოდი – არაუმეტეს 30 დღისა  სესხის დაფარვასა და განმეორებითი სესხის აღებას შორის;

  • პროგრამა მოქმედებს 2015 წლის 23 თებერვლიდან;
  • ერთგული კლიენტები ლოიალურობის პროგრამით გათვალისწინებული ფასდაკლებით ისარგებლებთ თუ მინიმუმ სამჯერ გაქვთ აღებული Vivus.ge-ს სესხი და აკმაყოფილებთ პროგრამის ყველა მოთხოვნას. ფასდაკლება გაგიაქტიურდებათ მეოთხე სესხიდან.
  • თუ თქვენ მიაღწიეთ პირველ დონეს (10% ფასდაკლება) და შემდგომი სესხის აღებისას ვერ დააკმაყოფილეთ პროგრამის მოთხოვნები (მაგალითად, განმეორებითი სესხი არ აიღეთ წინა სესხის დაფარვიდან 30 დღეში), თქვენ არ შეგეცვლებათ ლოიალურობის დონე , თუმცა ისარგებლებთ ფასდაკლებით და შეგინარჩუნდებათ არსებული დონე.
  • ლოიალობის მიღწეული დონე მომხმარებელს უნარჩუნდება 1 წლის ვადით.
  • ლოიალურობის პროგრამიდან გამოეთიშებით თუ დაგიფიქსირდებათ ვადაგადაცილება – 31 დღე.
  • ლიმიტის ფარგლებში დამატებით მოთხოვნილი თანხა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ლოიალურობის პროგრამაში, თუ სესხი არ აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს (მაგ: ნაკლებია 200 ლარზე). ამ შემთხვევაში საჭიროა ჯამურად აღებულმა სესხის თანხამ დააკმაყოფილოს პროგრამის პირობები (მინიმუმ 200 ლარი , 14 და მეტი დღით), რომ მომხმარებელმა შეძლოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
  • როცა კლიენტს აქვს ლოიალობის რომელიმე დონე ის სარგებლობს ფასდაკლებით ნებისმიერ თანხაზე.